ბათუმში პონები “დააპატიმრეს“

საქართველო, თბილისი - 13:45 | 02.10.2015
ნანახია: 1935

ბათუმში პონები “დააპატიმრეს“. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს „სანდასუფთავებამ“ ბათუმში, გმირთა ხეივანისა და ბაგრატიონის კვეთაში პონები დაიჭირა. მერიაში აცხადებენ, რომ დაჭერილი პირუტყვი შესაბამისმა სამსახურებმა, ადლიაში, სპეციალურ ფარეხში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, უმეთვალყურეოდ გაშვებული პირუტყვის მეპატრონეს 20-დან 50 ლარამდე ჯარიმა ეკისრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე