„The Global Competitiveness Report“ მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 3 ადგილით გაუმჯობესდა

საქართველო, თბილისი - 11:03 | 02.10.2015
ნანახია: 1908

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015-2016 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების“ (The Global Competitiveness Report“) მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 3 ადგილით გაუმჯობესდა და 69- ადგილიდან 66-ზ (4,22-იანი ქულით) გადმოინაცვლა 140 ქვეყანას შორის.

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა - სლოვაკეთი (67-ე ადგილი), მონტენეგრო (70-ე ადგილი), ხორვატია (77-ე ადგილი), უკრაინა (79-ე ადგილი), საბერძნეთი (81-ე ადგილი), სომხეთი (82-ე ადგილი), მოლდოვა (84-ე ადგილი), ალბანეთი (93-ე ადგილი), სერბეთი (94-ე ადგილი).

საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებული აქვს ინდექსის 3 ფაქტორიდან 1 ფაქტორში, 12 კომპონენტიდან 7 კომპონენტში, ხოლო 114 ქვეკომპონენტიდან - 58 ქვეკომპონენტში.

გაუმჯობესებული ფაქტორები

ეფექტიანობის მასტიმულირებელი ფაქტორები (Efficiency Enhancers) – გაუმჯობესდა 2 პოზიციით და 77- ადგილზე გადმოინაცვლა (ქულა 4.0):

უმაღლესი განათლება, ტრეინინგი - გაუმჯობესდა 5 პოზიციით და 87-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 12 პოზიციით და 48-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

შრომითი ბაზრის ეფექტიანიობა - გაუმჯობესდა 9 პოზიციით და 32-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

საფინანსო ბაზრის განვითარება - გაუმჯობესდა 8 პოზიციით და 68-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ბაზრის მოცულობა - გაუმჯობესდა 4 პოზიციით და 99-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

განვითარების შეფასების მიხედვით, საქართველოს კვლავ ეფექტიანობით მამოძრავებელი (Efficiency Driven) ქვეყნის სტატუსი აქვს.

 გაუმჯობესებული კომპონენტები:

ინსტიტუტები - გაუმჯობესდა 8 პოზიციით და მე-40 ადგილზე გადმოინაცვლა;

უმაღლესი განათლება და ტრენინგი - გაუმჯობესდა 5 პოზიციით და 87-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ბაზრის ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 12 პოზიციით და 48-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

შრომის ბაზრის ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 9 პოზიციით და 32-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ფინანსური ბაზრის განვითარება - გაუმჯობესდა 8 პოზიციით და 68-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ბაზრის მოცულობა - გაუმჯობესდა 4 პოზიციით და 99-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ბიზნესის განვითარება - გაუმჯობესდა 1 პოზიციით და 112-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

 

გაუმჯობესებული ქვეკომპონენტები:

ინსტიტუტები

საკუთრების უფლება - გაუმჯობესდა 27 პოზიციით და 58-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ინტელექტუალრუი საკუთრების დაცვა - გაუმჯობესდა 5 პოზიციით და 101-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ნდობა პოლიტიკოსების მიმართ - გაუმჯობესდა 2 პოზიციით და 77-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

სასამართლოს დამოუკიდებლობა - გაუმჯობესდა 9 საფეხურით და 56-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

სახელმწიფო რეგულაციების ტვირთი - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და მე-7 ადგილზე გადმოინაცვლა;

დავების სამართლებრივი გზით მოგვარების ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 17 საფეხურით და 54-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

კანონმდებლობის ეფექტიანობა რეგულაციებში- გაუმჯობესდა 28 საფეხურით და 55-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ბიზნესის დანახარჯები სამართალდარღვევებზე და ძალადობაზე - გაუმჯობესდა 11 საფეხურით და მე-18 ადგილზე გადმოინაცვლა;

ბიზნესის დანახარჯები ტერორიზმზე - გაუმჯობესდა 21 საფეხურით და მე-14 ადგილზე გადმოინაცვლა;

ორგანიზებული კრიმინალი - გაუმჯობესდა 10 საფეხურით და 17-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ფირმების ქცევითი ეთიკა - გაუმჯობესდა 3 საფეხურით და 51-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

აუდიტისა და ანგარიშის სტანდარტის სიძლიერე - გაუმჯობესდა 20 საფეხურით და 65-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

კორპორატიული საბჭოს ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 17 საფეხურით და 84-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

უმცირესობაში მყოფი აქციონერთა ინტერესების დაცვა - გაუმჯობესდა 22 საფეხურით და 88-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

 

ინფრასტრუქტურა

 

საჰაერო მიმოსვლისას ადგილები კვირაში - გაუმჯობესდა 6 საფეხურით და 99-ე ადგილზე გადმოინაცვლა;მობილურის მომხმარებელთა რაოდენობა - გაუმჯობესდა 14 საფეხურით და 51-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

 მაკროეკონომიკური გარემო

 

ინფლაცია, წლიური %-ლი ცვლილება - გაუმჯობესდა 25 საფეხურით და 53-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ჯანდაცვა და დაწყებითი განათლება

ტუბერკულიოზის გავლენა ბიზნესზე - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 66-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ტუბერკულიოზის შემთხვევები/100,000 მოსახლეზე - გაუმჯობესდა 3 საფეხურით და 95-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ახალშობილთა სიკვდილიანობა/1000 დაბადებულზე - გაუმჯობესდა 23 საფეხურით და 61-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

დაწყებითი განათლების ხარისხი - გაუმჯობესდა 2 საფეხურით და 90-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

 

უმაღლესი განათლება და ტრენინგი

საშუალო განათლებაში ჩართულობა, % ზრდა - გაუმჯობესდა 50 საფეხურით და 30-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

პროფესიულ განათლებაში ჩართულობა, % ზრდა - გაუმჯობესდა 10 საფეხურით და 74-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

მათემატიკური და სამეცნიერო განათლების ხარსიხი - გაუმჯობესდა 8 საფეხურით და 97-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

მენეჯმენტის სკოლების ხარისხი - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 97-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

 

ბაზრის ეფექტიანობა

ადგილობრივი კონკურენციის სიძლიერე - გაუმჯობესდა 14 საფეხურით და 91-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ბაზარზე დომინირება - გაუმჯობესდა 15 საფეხურით და 88-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტი - გაუმჯობესდა 11 საფეხურით და 116-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

მთლიანი საგადასახადო განაკვეთი, მოგების % - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და მე-9 ადგილზე გადმოინაცვლა;

დანახარჯები სოფლის მეურნეობაში - გაუმჯობესდა 27 საფეხურით და 72-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

სავაჭრო ტარიფები - გაუმჯობესდა 28 საფეხურით და მე-4 ადგილზე გადმოინაცვლა;

ბიზნესის გავლენა ინვესტიციებზე - გაუმჯობესდა 7 საფეხურით და 21-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

იმპორტის წილი მშპ-ში - გაუმჯობესდა 5 საფეხურით და მე-40 ადგილზე გადმოინაცვლა;

მომხმარებელთა მოთხოვნები - გაუმჯობესდა 7 საფეხურით და 114-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

 

შრომის ბაზრის ეფექტიანობა

ხელფასის განსაზღვრის მოქნილობა - გაუმჯობესდა 16 საფეხურით და 10-ე ადგილზე ადგილზე გადმოინაცვლა;

დაქირავებისა და გათავისუფლების პრაქტიკა - გაუმჯობესდა 2 საფეხურით და მე-12 ადგილზე გადმოინაცვლა;

თანამშრომლობა დამქირავებელ-დაქირავებულს შორის - გაუმჯობესდა 15 საფეხურით და 65-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

გადასახადების გავლენა სამუშაო სტიმულზე - გაუმჯობესდა 5 საფეხურით და მე-15 ადგილზე გადმოინაცვლა;

პროფესიულ მენეჯმენტი - გაუმჯობესდა 18 საფეხურით და მე-60 ადგილზე გადმოინაცვლა;

 

ფინანსური ბაზრის განვითარება

ფინანსური მომსახურების არსებობა - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 88-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა - გაუმჯობესდა 2 საფეხურით და 73-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

სესხზე ხელმისაწვდომობა - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 109-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ბანკების სიმყარე - გაუმჯობესდა 10 საფეხურით და 57-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

საფონდო ბირჟის რეგულაცია - გაუმჯობესდა 11 საფეხურით და 110-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

ტექნოლოგიური მზაობა

ინტერნეტის მომხმარებელი - გაუმჯობესდა 8 საფეხურით და 72-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ინვესტიციები და ტექნოლოგიების ტრანსფერი - გაუმჯობესდა 4 საფეხურით და 109-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტი 100 მოსახლეზე - გაუმჯობესდა 2 საფეხურით და მე-60 ადგილზე გადმოინაცვლა;

 

 ბაზრის მოცულობა - გაუმჯობესდა 4 პოზიციით და 99-ე ადგილზე გადმოინაცვლა:

 შიდა ბაზრის მოცულობის ინდექსი - გაუმჯობესდა 3 საფეხურით და 98-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

უცხოური ბაზრის ინდექსი - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 107-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

მშპ (PPP - აშშ. მლრდ. დოლარი) - გაუმჯობესდა 3 საფეხურით და 103-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

 

ბიზნესის განვითარება

 ადგილობრივ მიმწოდებელთა ხარისხი - გაუმჯობესდა 3 საფეხური და 117-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

ადგილობრივ მიმწოდებელთა რაოდენობა - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 137-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

შედარებითი უპირატესობა - გაუმჯობესდა 5 საფეხურით და 75-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

საერთაშორისო დისტრიბუციაზე კონტროლი - გაუმჯობესდა 4 საფეხურით და 95-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

წარმოების პროცესის დახვეწა - გაუმჯობესდა 4 საფეხურით და 110-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

მარკეტინგის ხარისხი - გაუმჯობესდა 15 საფეხური და 89-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

 

ინოვაციები

მეცნიერებისა და ინჟინრების არსებობა - გაუმჯობესდა 9 საფეხურით და 113-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

 პატენტით სარგებლობის საკითხში თანამშრომლობა - გაუმჯობესდა 5 საფეხურით და 60-ე ადგილზე გადმოინაცვლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე