სტალინის ძეგლის დადგმის საკითხს გორის საკრებულო დღეს გადაწყვეტს

საქართველო, თბილისი - 09:44 | 02.10.2015
ნანახია: 1890

სტალინის ძეგლის დადგმის საკითხზე გორის საკრებულო დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ ინიციატივით მუნიციპალიტეტს მოსახლეობის ნაწილმა მიმართა. ისინი სტალინის მუზეუმის ეზოში იმ ძეგლის დადგმას ითხოვენ, რომელიც ქალაქის ცენტრში იდგა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომამდე ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები გაიმართა.

საკითხის განხილვა, სავარაუდოდ, აქციის ფონზე ჩაივლის. საკრებულოსთან შეკრებას მოსახლეობის ის ნაწილი გეგმავს, რომელიც სტალინის მუზეუმის ეზოში ძეგლის დადგმას ითხოვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე