„რუსთავი 2“-ის დასახმარებლად საბანკო ანგარიში გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 19:32 | 01.10.2015
ნანახია: 2135

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საზოგადოებას ტელეკომპანიის დახმარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახსებ მან ტელეკომპანიის წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგმართავთ, ყველა ვითარებაში, როდესაც დაგიძახებთ, დადექით ჩვენს გვერდით, იარეთ ჩვენთან ერთად სასამართლო პროცესებზე, დავანახოთ ამ და სასამართლო  ხელისუფლებას ჩვენი ძალა“, - განაცხადა გვარამიამ.

მან აქვე მან საზოგადოებას თიბისი ბანკში გახსნილი ანგარიშის ნომერი (GE09TB1100000018467864) წარუდგინა, რომელზეც „რუსთავი 2“-ის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე