საქართველო აფასებს თქვენს მრავალწლიან მეგობრობას და მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობის გზაზე - პრეზიდენტი ამერიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 13:16 | 04.07.2024
ნანახია: 520

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს 4 ივლისს ვულოცავ!

საქართველო აფასებს თქვენს მრავალწლიან მეგობრობას და მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობის გზაზე, რომელიც სამართლიანობასა და ადამიანური ღირებულებების პატივისცემაზეა დაფუძნებული.

დამოუკიდებლობის დღეს ამერიკელ ერს ვუსურვებთ, რომ მსოფლიოში თავისუფლებისმოყვარე ერებისთვის შთაგონებად დარჩეს", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე