დავით აღმაშენებლის აკადემიაში, სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ოფიციალური ღონისძიება გაიმართება

საქართველო, თბილისი - 18:02 | 30.09.2015
ნანახია: 2206

3 ოქტომბერს 12.00 საათზე დავით აღმაშენებლის აკადემიაში, სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ოფიციალური ღონისძიება გაიმართება.

 ღონისძიებას ვაკე - საბურთალოს რაინოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები: ანი მიროტაძე, ირაკლი ტრიპოლსკი, ელისო ჩაფიძე, ნოდარ ებანოიძე დაესწრებიან. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სხვადასხვა უწყებებისა და სამინისტროების წარმომადგენლები. აკადემია მოწვეული სტუმრებიდან აირჩევს საპატიო პროფესორს და გადასცემს მას საპატიო პროფესორის დიპლომს.

 ღონისძიების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის აკადემია   ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან. ასევე ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე აკადემიას უსახსოვრებს მეცნიერ აკაკი შანიძის ბიბლიოთეკაში დაცულ სასწავლო ლიტერატურას.

 მოეწყობა აკადემიის მიერ გამოცემული იმიჯმეიქინგის პირველი   ქართულენოვანი სახემძღვანელოს პრეზენტაცია.     ( ავტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მაია ქავთარაშვილი)

 3 ოქტომბერს გაიმართება ასევე რამოდენიმე საქველმოქმედო აქციაც: წითელი ჯვრის ტყიბულის ორგანიზაცია დახმარებას გადასცემს 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს. თანამედროვე ქართველი მხატვრები აუქციონზე გამოიტანენ საკუთარ ნამუშევრებს ,   აკადემია აუქციონს შესწირავს ახლადგამოცემულ სახელმძღვანელოს იმიჯმეიქინგსა და PR-ში.

 საქართველოს ქალთა საბჭოს დახმარებითა და მხარდაჭერით, ღონისძიებას გააფორმებს, ეთნოგრაფიული მხარეებისათვის დამახასიათებელი კულტურის ამსახველი საზეიმო მაგიდები, რომლებსაც წარმოადგენენ წარჩინებული და საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი ადამიანები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე