ნაპოვნია 13 ივნისს, სტიქიის დროს დაკარგული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი

საქართველო, თბილისი - 16:31 | 30.09.2015
ნანახია: 1872

რამდენიმე წუთის წინ "მოამბისთვის" ცნობილი გახდა, რომ ნაპოვნია 13 ივნისს, სტიქიის დროს დაკარგული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი. ინფორმაციას ავრცელებენ ახლობლები. 

ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით ფაქტი არ დაუდასტურებიათ. ცხედარი ჯერ სახლში მიასვენეს, შემდეგ კი ექსპერტიზისთვის - პროზექტურაში . 

ოჯახის ვერსიით, დაღუპულს მტკვარში, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით მიაგნეს, მას შემდეგ რაც წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო. 

ელიზბარ ბაღაშვილი მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე საათის ჩამოსული იყო, ის მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ სახლში ტაქსით ბრუნდებოდა, მას ოჯახი და შესაბამისი სამსახურები უკვე 3 თვეა უშედეგოდ ეძებდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე