მინდა, არასამთავრობო სექტორი დავამშვიდო, შეშინებული ნუ იქნებიან, არ ვაპირებთ შეიარაღებულ თავდასხმას - ლევან მურუსიძე

საქართველო, თბილისი - 17:36 | 27.10.2022
ნანახია: 247

მინდა, არასამთავრობო სექტორი დავამშვიდო, შეშინებული ნუ იქნებიან, ნამდვილად არ ვაპირებთ შეიარაღებულ თავდასხმას, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურუსიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

"ბუნებრივია, მე, ბატონი დიმიტრი და ზოგადად იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიარაღებულ თავდასხმებს ნამდვილად არ ვაპირებთ და ამიტომ, მინდა, არასამთავრობო სექტორი დავამშვიდო, რომ შეშინებული ნუ იქნებიან. დღეს იმდენჯერ ატრიალეს სიტყვა თავდასხმა, რომ რაღაც შეშინებულის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და ნამდვილად არ ვაპირებთ შეიარაღებულ თავდასხმას. რასაც ვაპირებთ, ისაა, რომ გვინდა, გამოვავლინოთ, რომ ესენი არიან არაკომპეტენტურები, ხშირად, ეთიკის ნორმებს არღვევენ მოსამართლეებთან მიმართებაში, გამოხატავენ უპატივცემულობას და არიან უზრდელები. ამას ჩვენ დავადასტურებთ მტკიცებულებებით და მივუჩენთ ყველას ადგილს", - თქვა მურუსიძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მეორე ვადით არჩეულმა მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ თავდაცვითი რეჟიმიდან სასამართლო ხელისუფლება თავდასხმით რეჟიმზე გადადის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე