იავოროვის პოლიგონის დაბომბვა ცხადყოფს, რომ პუტინი იმედგაცრუებულია თავისი არმიის წარუმატებლობით - სალივანი

საქართველო, თბილისი - 22:20 | 13.03.2022
ნანახია: 367

შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ იავოროვის პოლიგონის დაბომბვა ცხადყოფს, რომ უკრაინაში ომი რუსეთის დიქტატორის ვალდიმირ პუტინის გეგმის მიხედვით არ მიდის. ამის შესახებ სალივანმა CNN-ის ეთერში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ პუტინი უკმაყოფილოა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით.

„პუტინი იმედგაცრუებულია იმით, რომ მისი არმია დიდ ქალაქებში, კერძოდ კი კიევში ვერ აღწევს იმ წარმატებას, რისი იმედიც ჰქონდა. ამიტომ აფართოებს სამიზნეების რაოდენობას და ცდილობს ზიანი მიაყენოს ქვეყნის ყველა რეგიონს“,- განაცხადა სალივანმა.

შეგახსენებთ, ლვოვის ოლქში, იავოროვის სამხედრო პოლიგინზე (სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი) რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა 35 და დაშავდა სულ მცირე 134 ადამიანი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე