გაერო შეშფოთებულია ფანჯშირის პროვინციაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო

საქართველო, თბილისი - 23:08 | 02.09.2021
ნანახია: 378

გაერო ავღანეთის ფანჯშირის პროვინციაში კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს არ გააღრმავონ ჰუმანიტარული კრიზისი. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ გაერო ღრმად შეშფოთებლია მიმიდინარე ბრძოლების გამო.

ორგანიზაცია მხარეებს მოუწოდებს არ დაუშვან მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და თავიდან აიცილონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება.

ფანჯშირი ერთდერთი რეგიონია, რომელსაც“თალიბანი“ ვერ აკონტროლებს. თალიბებმა განაცხადეს, რომ წინააღმდეგობის ძალებს დღეს ღამით ან ხვალ დილით საბოლოო დარტყმას მიაყენებენ.

წინააღმდეგობის ძალების ფრონტის  განცხადებით, თალიბებმა მათთან ბრძოლაში უკვე 350 მებრძოლი დაკარგეს.  

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე