სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გადახედოს კანონს აბორტების აკრძალვის შესახებ, არღვევს ქალთა უფლებებს - ჯო ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 21:48 | 02.09.2021
ნანახია: 416

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გადახედოს კანონს ტეხასში აბორტების აკრძალვის შესახებ, არღვევს ქალთა კონსტიტუციურ უფლებებს, - განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  და აღნიშნა, რომ საკითხი ფედერალურ დონეზე გადაწყდება.

 „უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, უპრეცენდენტო შეტევაა ქალთა კონსტიტუციურ უფლებებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში თითქმის 50 წლის წინ მოქმედებდა“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მიერ ტეხასში 6 კვირაზე მეტი ხნის ვადაზე აბორტების აკრძალვის საქმის განხილვაზე უარს ეხება.  

„კანონის მიღება, რომლის თანახმად მოქალაქეებს შეეძლებათ უჩივლონ მათ, ვინც უზრუნველყოფს (სამედიცინო) მომსახურებას, ქალების ოჯახის წევრებს, რომლებსაც აქვთ არჩევანის კონსტიტუციური უფლება ორსულობის ექვსი კვირის შემდეგ, უჩივლონ მძღოლებსაც კი რომლებსაც ქალები კლინიკაში გადაჰყავთ, გამოიწვევს  არაკონსტიტუციურ ქაოსს. სრულიად უცხო ადამიანებს შეეძლებთ ჩაერიონ პირად გადაწყვეტილებებში, რომლის წინაშეც დგანან ქალები“, - ამბობს ჯო ბაიდენი.

უზენაესი სასამართლოს უართან დაკავშირებით გადახედოს ტეხასის კანონს, ბაიდენმა განკარგულება გასცა მომზადდეს ამ გადაწყვეტილების პასუხი, რათა ჯანდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების დონეზე დადგინდეს, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ფედერალურმა მთავრობამ, რათა დაცული იყოს ქალთა უფლებები უსაფრთხო და ლეგალურ აბორტებთან დაკავშირებით.  

კანონპროექტის თანახმდ, ტეხასში იკრძალება აბორტები, თუ ნაყოფის გულის ცემა უკვე ისმის. გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც დაორსულება მოხდა გაუპატიურების ან ინცესტის შედეგად. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქალს აბორტის გაკეთება შეუძლია, სამედიცინო ხასიათის საგანგებო სიტუაციაა. კანონი მოქალაქეებს უფლებას აძლევს უჩივლონ იმ პირებს, რომლებიც აკეთებენ აბორტებს, ან მათ, ვინც ეხმარება ორსულებს კანონის დარღვევაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე