აშშ-ში ქარიშხალ „იდას“მსხვერპლთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 20:28 | 02.09.2021
ნანახია: 489

აშშ-ში ქარიშხალდ „იდას“ მიერ გამოწვეული ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის შტატებში დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. იუწყება  NBC

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, პენსილვანიის, ნიუ ჯერსისა და ნიუ იორკის შტატებში ხანგრძლივი წვიმების შედეგად დაიტბორა ქუჩები და სახლები.

ამ მომენტისთვის ცნობილია 22 დაღუპულის შესახებ ნიუ ჯერსისა და ნიუ იორკის სხვადასხვა დასახლებულ პუნტქებში. გარდაცვლილთა შორის არის 2 წლის ბავშვიც. ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ სტიქიას ისტორიული მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ რეგიონში ნალექის რეკორდული რაოდენობა მოვიდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე