ავღანელმა ქალებმა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია გამართეს

საქართველო, თბილისი - 18:21 | 02.09.2021
ნანახია: 371

ავღანეთის ქალაქ ჰერათში ქალებმა საპროტესტო აქცია გამართეს და თალიბანს ქალთა უფლებების დაცვა, განათლებისა და სახელმწიფოს მმართველობაში ქალთა მონაწილეობის უფლება მოითხოვეს.

"განათლება, უსაფრთხოება და სამუშაო ჩვენი ფუნდამენტური უფლებაა", "ნუ გეშინიათ, ჩვენ ერთად ვართ"- სკანდირებდნენ ქალები. აქცია გაიმართა ჰერათის მმართველის ოფისის წინ.

დემონსტრანტები ამბობდნენ, რომ ქალთა მონაწილეობის გარეშე "ხელისუფლება არ იქნება მტკიცე და ხანგრძლივი. ქალები "თალიბანის" წინააღმდეგაც გამოვიდნენ.

აქციაში 30-მდე ქალი მონაწილეობდა, მათ შორის ძირითადად ადგილობრივი აქტივისტები, სტუდენტები და საჯარო სამსახურების თანამშრომლები იყვნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე