გიორგი გახარია კახა კალაძეს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს

საქართველო, თბილისი - 16:24 | 02.09.2021
ნანახია: 336

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია კახა კალაძეს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია "ქართული ოცნება" სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა!

ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში", - წერს გახარია სოციალურ ქსელში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე