შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის პარტნიორობა მტკიცეა ისე როგორც არასდროს და მომავალში უფრო გაძლიერდება - ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 08:51 | 02.09.2021
ნანახია: 372

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის პარტნიორობა მტკიცეა და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

"უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავზე, ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორიბა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე ყოფილა და ის მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება", - განაცხადა ბაიდენმა ოვალურ ოფისში ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებამდე.

ბაიდენის თქმით, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს საერთო ღირებულებები და მიზნები აქვთ.

"უკრაინასა და შეერთებულ შტატებს საერთო ღირებულებები აერთიანებთ. ჩვენ მტკიცედ ერთგულნი ვართ ჩვენი გრძელვადიანი მიზნისა - ევროპა გახდეს უფრო თავისუფალი და მშვიდობიანი", - თქვა ბაიდენმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ვაქცინის 2 მილიონი დოზისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ჯო ბაიდენთან უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე