აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 16:18 | 01.09.2021
ნანახია: 464

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარიშხალ „იდას“ მსხვერპლთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. იუწყება ტელეარხი NBC. კომპანია Pike Electric-ის ცნობით, ორი ელექტრიკოსი ალაბამას შტატში ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების დროს დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლუიზიანას შტატში მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მანამდე ლუიზიანას შტატის ხელისუფლება იუწყებოდა ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. CNN-მა მოგვიანებით მისისიპის შტატში კიდევ ორი ადამინის დაღუპვის შესახებ  ინფრომაცია დაადასტურა.

ქარიშხალი „იდა“ 29 აგისტოს ლუიზიანას სანაპიროს დაატყდა თავს. ქალაქი ახალი ორლეანი სრულიად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა.

30 აგვისტოს „იდა“ ტროპიკულ შტორმამდე შემცირდა, მოგვიანებით კი აშშ-ის ქარიშხალზე დაკვირვების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მისისიპის შტატის ტერიტორიაზე ტროპიკულ დეპრესიად გადაიქცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე