დავეხმარებით თუ არა თალიბებს, დამოკიდებული იქნება მათ მიერ ვალდებულებების შესრულებაზე - ჯეიკ სალივანი

საქართველო, თბილისი - 19:35 | 31.08.2021
ნანახია: 484

აშშ-ის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ თალიბებისთვის ეკონომიკის სფეროში აშშ-ის დახმარება დამოკიდებული იქნება „თალიბანის“ მხრიდან თავისი ვალდებულებების შესრულებაში, რაც გამოიხატება ქვეყნიდან ამერიკელებისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოდ გასვლასა და ტერორიზმთან ბრძოლაში.

შეკთხვაზე გეგმავს თუ არა აშშ თალიბებისთვის დახმარების გაწევას, სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უპირველეს ყოვლისა ავღანელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებას გააგძრელებს.

„თუ ვისაუბრებთ თალიბებთან ურთიერთობაზე, რომელიც მოიაზრებს დახმარებას ეკონიმიკისა და განვითარების სფეროში, ეს დამოკიდებული იქნება „თალიბანის“ ქმედებებზე, დამოკიდებული იქნება იმაზე, შეასრულებენ თუ არა ისინი თავის ვალდებულებებს: ამერიკელებისა და ავღანეთის მოკავშირეების უსაფრთხოდ გასვლაზე, ვალდებულებაზე, რომ ავღანეთი არ გახდება ტერორისტების ბაზა, საიდანაც თავს დაესხმებიან აშშ-სა და სხვა ნებისმიერ ქვეყანას, ასევე რამდენად დაიცავენ საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მათზე. ჩვენ დავაკვირდებით მათ ქმედებებს, რის შემდეგაც გვექნება პასუხი დავეხმარებით თუ არა მათ ეკონომიკის სფეროში“, - განუცხადა სალივანმა ტელეარხ ABC News-ის ეთერში.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე