პუტინი და ლუკაშენკა ხელს მოაწერენ რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციის გეგმას

საქართველო, თბილისი - 15:37 | 31.08.2021
ნანახია: 412

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკა მალე ხელს მოაწერენ რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციის „საგზაო რუკას“. ინფორმაციას მოსკოვში ბელარუსის ელჩი ვლადიმირ სემაშკო ავრცელებს. მისი თქმით, პუტინი და ლუკაშენკა დოკუმენტებს ხელს მოსკოვში, 9 სექტემბერს მოაწერენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პუტინი და ლუკაშენკა 9 სექტემბერს შეხვდებიან და მოლაპარაკებებს გამართავენ, თუმცა შეხვედრის თემა არ დაუკონკრეტებია.

რუსეთი და ბელარუსი 1999 წლის შემდეგ განიხილავს ორი ქვეყნის პოლიტიკური ინტეგრაციის საკითხს. 2019-2020 წლების მოლაპარაკებები ეხებოდა 31-ე „საგზაო რუკას“ ინტეგრაციისა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს საკითხებს. „საგზაო რუკის“ პროექტები არასდროს გამოქვეყნებულა. ბელარუსის მოქალაქეებმა არაერთგზის გამართეს საპტოტესტო აქციები რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე