„თალიბანი“ აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა სურს

საქართველო, თბილისი - 15:12 | 31.08.2021
ნანახია: 402

ავღანეთიდან ამერიკის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა, რომელმაც ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, განაცხადა, რომ აშშ-სთან კარგი ურთიიერთობა სურს. „ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობა აშშ-სა და მთელ მსოფლიოსთან. მივესალმებით მეგობრულ დიპლომატიურ ურთიერთობებს ყველასთან“, - განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯახიდმა 31 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე სიტყვით გამოსვლისას

მუჯახიდმა ავღანელებს გამარჯვება მიულოცა. „ვულოცავთ ავღანეთს, ეს ყველას გამარჯვებაა“,- თქვა მან რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ქვეყანა უკანასკნელმა ამერიკელმა ჯარისკაცმა დატოვა. აშშ-ის არმიამ 31 აგვისტოს, ღამით, დაასრულა ოპერაცია ავღანეთში, რომელიც 20 წელიწადს გრძელდებოდა. ქაბულის აეროპორტიდან გაფრინდა ბოლო ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და ამით დამთავრდა ავღანეთიდან ევაკუაციის მისიაც.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ 31 აგვისტომდე ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ, საერთაშორისო საზოგადოებაში სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია, ვინაიდან, ავღანეთში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ათასობით ადამიანი, რომლებიც თანამშრომლობდნენ ნატოსთან. აშშ-მა, გერმანიამ და სხვა ქევყნებმა გააძლიერეს ძალისხმევა, რათა მაქსიმალურად მეტი უცხოელისა და დაცვის საჭიროების მქონე ადამიანის ევაკუაცია მოეხდინათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე