ევროკავშირმა კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან აშშ ამოიღო

საქართველო, თბილისი - 22:20 | 30.08.2021
ნანახია: 591

ევროკავშირმა შეერთებული შტატები კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.

უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება ევროკავშირის ტერიტორიაზე შეერთებული შტატების ვიზიტორებისთვის დამატებით შეზღუდვებს გულისხმობს.

ევროკავშირის კრიტერიუმის თანახმად, კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში მოსახვედრად, ამა თუ იმ ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 100 ათასს მოსახლეზე 75 შემთხვევას არ უნდა აღემატებოდეს. შეერთებულ შტატებში კი ეს რიცხვი ბევრად მაღალია.

შეერთებულ შტატებთან ერთად, უსაფრთხო ქვეყნების სიიდან კოსოვო, ისრაელი, მონტენეგრო, ლიბანი და ჩრდილოეთ მაკედონიაც ამოიღეს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს ერთიანი დირექტივა არ აქვს Covid-19-ის ტურიზმის პოლიტიკის შესახებ, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისა იქნება. შეზღუდვების დაწესება არდაწესების საკითხი კვლავ ეროვნული მთავრობების გადასაწყვეტი იქნება.

ზოგიერთი ქვეყანა მისდევს ევროკავშირის რეკომენდაციას, ზოგიერთი კი მკვეთრად განსხვავებულ საკუთარ პოლიტიკას ატარებს.

30 აგვისტოს მდგომარეობით, ევროკავშირის კოვიდუსაფრთხო უსაფრთხო ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

ალბანეთი

სომხეთი

ავსტრალია

აზერბაიჯანი

ბოსნია და ჰერცოგოვინა

ბრუნეი

კანადა

იაპონია

იორდანია

ახალი ზელანდია

ყატარი

მოლდოვა

საუდის არაბეთი

სერბეთი

სინგაპური

სამხრეთ კორეა

უკრაინა

ჩინეთი (ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე).

ე.წ. უსაფრთო ქვეყნებიის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ, როგორიცაა კარანტინის გავლა ან ტესტირება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე