სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც სწრაფად ვრცელდება

საქართველო, თბილისი - 20:17 | 30.08.2021
ნანახია: 484

სამხრეთ აფრიკაში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც ისევე მარტივად  ვრცელდება, როგორც „ბეტა“ და „დელტა“ შტამები.  კვლევის შედეგები ვებგვერდ medRxiv-ზე ვრცელდება.

კვლევის თანახმად, მაისში ახალ შტამ C.1.2-ზე მოდიოდა სეკვენირებული ნიმუშების 0,2%, ივნისში - 1,6%, ხოლო ივლისში ამ მაჩვენებელმა 2% შეადგინა, რაც მსგავსია „ბეტა“ და „დელტა“ შტამების გავრცელების ტემპებისა სამხრეთ აფრიკაში მათი აღმოჩენის ადრეულ ეტაპზე.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი შტამის გამოვლენა სწრაფი მუტაციის შედეგი გახდა. კორონავირუსის ეს ვარიანტი, სხვა შტამებთამ შედარებით, უფრო მარტივად გადადებადია, ასევე ის უფრო მარტივად არიდებს თავს ანტისხეულებს. სამხრეთაფრიკელი მკვლევარები ამბობენ, რომ ახალ შტამს შემაშფოთებლად ბევრი მუტაცია აქვს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე