პარიზში, ავტოტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარე 30 კმ/სთ-მდე იზღუდება

საქართველო, თბილისი - 16:28 | 30.08.2021
ნანახია: 455

პარიზში, 30 აგვისტოდან, ავტოტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარე 30 კმ/სთ-მდე იზღუდება. შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ წრიულ საავტომობილო გზაზე, ქალაქის გარშემო ბულვარებზე, ასევე ზოგიერთ მსხვილ ავენიუზე. მაგალითად ელისის მინდვრებზე. წრიულ გზაზე კვლავ შესაძლებელი იქნება 70 კმ/სთ-ით სიჩქარით მოძრაობა, ბულვარებზე კი - 50 კმ/სთ სიჩქრით.

აღნიშნული შეზღუდვით პარიზის მერია ცდილობს გაზარდოს ქალაქში საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოება, ასევე გაუფრთხილდეს ეკოლოგიას. შეზღუდვების დაწესება პარიზის მერის ან იდალგოს ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. კორონავირუსის პანდემიის ფონზე იდალგომ მკვეთრად გაზარდა ველოსიპედის ბილიკების რიცხვი და იმავდროულად შეამცირა ავტომობილების პარკირების რაოდენობა.   

ამ ღონისძიებებმა უკმაყოფილება გამოიწვია პარიზის გარეუბნების მცხოვრებთა შორის, რომლებიც ყოველდღე დედაქალაქში სამუშაოდ დადიან. ამასთან, სოციოლოგიური ინსტიტუტის - Ifop-ის გამოკითხვის თანახმად, პარიზელების 61 პროცენტი ემხრობა საფრანგეთის დედაქალაქში სიჩქარის 30 კმ-სთ-მდე შემცირებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე