ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 23:20 | 26.08.2021
ნანახია: 374

ქაბულის აეროპორტთან მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 11 ამერიკელი საზღვაო ქვეითი და ერთი სამხედრო ექიმია. პენტაგონმა დაადასტურა ამერიკელ სამხედროთა გარდაცვალება, თუმცა რაოდენობა არ დაუზუსტებია.

აფეთქებების შედეგად დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი.

ორი აფეთქება მოხდა დღეს ავღანეთის დედაქალაქში - ქაბულის აეროპორტთან და სასტუმრო Baron-თან, სადაც მედიის მონაცემებით, უცხოელები იმყოფებოდნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა მოახდინა, მეორედ კი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებასთან კავშირი აქვს "ისლამურ სახელმწიფოს".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე