ქაბულში აფეთქებებს ემსხვერპლა 40 ადამიანი, მათ შორის 4 ამერიკელი საზღვაო ქვეითი

საქართველო, თბილისი - 21:46 | 26.08.2021
ნანახია: 384

ქაბულის აეროპორტთან მომხდარ აფეთქებებს 40 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ამერიკელი საზღვაო ქვეითი. იუწყება გაზეთი New York Times-ი. მისივე ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 120 ადამიანი.

ორი აფეთქება მოხდა დღეს ავღანეთის დედაქალაქში - ქაბულის აეროპორტთან და სასტუმრო Baron-თნ, სადაც მეიდიის მონაცემებით, უცხოელები იმყოფებოდნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა მოახდინა, მეორედ კი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებასთან კავშირი აქვს "ისლამურ სახელმწიფოს".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე