ქაბულის აეროპორტთან აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 19:19 | 26.08.2021
ნანახია: 506

„როიტერის“ ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში აფეთქებას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა.

პირველადი ინფორმაციით, დაღუპულთ შორის არიან ბავშვებიც.

რამდენიმე თალიბი, რომლებიც აეროპორტთან მისასვლელ გზებს აკონტროლებდა, დაშავდა.

ტელეარხ Fox news-ის ინფორმაციით, დაჭრილია სულ მცირე სამი ამერიკელი სამხედრო. პენტაგონში აღნიშავენ, რომ დაშავებულთა რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის.  

დღეს, ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს აფეთქება მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, აეროპორტთან, სადაც ათასობით ადამიანი ევაკუაციის მოლოდინშია შეკრებილი, აფეთქება თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა.

ამასთან,  თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია მეორე აფეთქების შესახებაც.

Fox-ი იუწყება, რომ მეორე აფეთქება სასტუმროსთან ახლოს მოხდა, სადაც ამერიკელები იკრიბებოდნენ.

ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებასთან კავშირი აქვს "ისლამურ სახელმწიფოს".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე