ქაბულის აეროპორტთან მეორე აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 18:42 | 26.08.2021
ნანახია: 310

თურქი სამხედროების ინფორმაციით, ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს  ორი აფეთქება მოხდა. Fox-ი იუწყება, რომ მეორე აფეთქება სასტუმროსთან ახლოს მოხდა, სადაც ამერიკელები იკრიბებოდნენ.

ქაბულის აეროპორტთამ პირველი აფეთქება რამდენიმე ხნის წინ მოხდა. ინფორმაციაა დაადასტურა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბმა.

ტელეარხ al-Jazeera-ს ინფორმაციით, აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 15.

პირველადი ინფორმაციით, აეროპორტთან, სადაც ათასობით ადამიანი ევაკუაციის მოლოდინშია შეკრებილი, აფეთქება
თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე