ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას, 2 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 18:29 | 26.08.2021
ნანახია: 528

ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს აფეთქება მოხდა.

ტელეარხ al-Jazeera-ს ინფორმაციით, აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 15.

პირველადი ინფორმაციით, აეროპორტთან, სადაც ათასობით ადამიანი ევაკუაციის მოლოდინშია შეკრებილი, აფეთქება თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა.

ამასთან,  თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას აეროპორტთან მომხდარი მეორე აფეთქების შესახებაც. ინფორმაცია ზუსტდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე