მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ტემპი შენელებულია - ჯანმო

საქართველო, თბილისი - 17:27 | 25.08.2021
ნანახია: 376

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ტემპი, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში იზრდებოდა, დასტაბილურდა და კვირაში ახალი შემთხვევების 4,5 მლნ-იან ნიშნულზე გაჩერდა.

ამრიგად, 16-22 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში გამოვლინდა კორონავირუსის დაახლოებით 4,5 მლნ ახალი შემთხვევა, ერთი კვირით ადრე დადასტურდა 4,4 მლნ შემთხვევა. ჯანმო-ს განცხადებით, ეს იმის მანიშნებელია, რომ ახალი ყოველკვირეული შემთხვევების რაოდენობა სტაბილურ დონეზე ნარჩუნდება ბოლო ორთვიანი ზრდის შემდეგ.

გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობამ მცირდით გადააჭარბა გასულ კვირებში დაფიქსირებულ მონაცემებს და  68 ათასზე მეტი შეადგინა. 9-15 აგვისტოს მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების 66 ათასი შემთხვევა დადასტურდა.

პანდემიის დაწყებიდან მსოფლიში უკვე რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 214 მლნ და გარდაცვალების 4,4 მლნ შემთხვევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე