მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 25.08.2021
ნანახია: 339

მსოფლიო ბანკმა "თალიბანის" მიერ ავღანეთის დაპყრობის ფონზე, ქაბულისთვის ფინანსური დახმარება გაცემა შეაჩერა.

მსოფლიო ბანკი შეშფოთებას გამოთქვამს თუ როგორ იმოქმედებს "თალიბანის" მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე და ქალთა მდგომარეობაზე.

"ჩვენ შევაჩერეთ მიმდინარე პროექტების დაფინანსება. ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და გავაგრძელებთ ვითარების შეფასებას ჩვენი პოლიტიკის შესაბამისად", - აცხადებს მსოფლიო ბანკი.

"გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა ვიპოვოთ გზები, რითაც შევძლებთ, შევინარჩუნოთ ძნელად მიღწეული შედეგები და განვაგრძოთ ავღანელი ხალხის მხარდაჭერა"“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

2002 წლიდან მსოფლიო ბანკმა ავღანეთის რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდისთვის 5,3 მილიარდი დოლარი გამოყო.

გასულ კვირას, მსოფლიო ბანკმა ქაბულში მომუშავე გუნდისა და მათი ოჯახების უსაფრთხეო ევაკუაცია მოახდინა.

მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარების შეჩერება უმძიმეს დარტყმას მიაყენებს ავღანეთის ისედაც სუსტ ეკონომიკას, რომელიც დიდწილად საერთაშორისო დახმარებაზეა დამოკიდებული.

გასულ კვირას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც ფინანსურს რესურსებზე წვდომა შეუზღუდა ავღანეთს.

შეერთებულმა შტატებმა კი გაყინა ავღანეთის აქტივები, რომელიც ამერიკულ ბანკებში ინახება. ავღანეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების უმეტესობა, დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი, აშშ-ის ბანკებშია დაცული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე