საფრანგეთმა დაამტკიცა კანონპროექტი სანიტარული საშვების შემოღების შესახებ

საქართველო, თბილისი - 13:07 | 26.07.2021
ნანახია: 398

საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი სანიტარული საშვების გაფართოვებული გამოყენებისა და მედიკოსებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ.

კანონპროექტს მხარი 156-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მისცა 60-მა დეპუტატმა, 14-მა კი თავი შეიკავა.

დოკუმენტი, რომელსაც მხარი დაუჭირეს კანონმდებლებმა, შეიცავს ზოგიერთ ცვლილებას. კერძოდ, კანონი არ ითვალისწინებს იმ პირების სამსახურიდან გათავისუფლებას, რომლებიც თავისი პროფესიის გამო კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას არ იკეთებენ.

12-17 წლის მოზარდებისთვის სანიტარული საშვები იმოქმედებს მხოლოდ 30 სეტემბრიდან. 15 ნოემბრის შემდეგ საშვების სისტემის მოქმედება მხოლოდ ახალი კენჭისყრის შედეგად გაგრძელდება. სანიტარული საშვების საჭიროება არ იქნება სავაჭრო ცენტრების, მათ ტერიტორიებზე არსებული კაფეებისა და რესტორნების გარდა.

მედიკოსების სავალდებულო ვაქცინაციის გარდა, მეხანძრეებისა და ხანდაზმულთა მომვლელებისთვის კანონპროექტის თანახმად, სანიტარული საშვები სავალდებულო იქნება აგვისტოდან კაფეებში, რესტორნებში, სამედიცინო დაწესებულებებში, თვითმფრინავებსა და მატარებლებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე