კუნძულ სარდინიაზე ხანძარი მძვინვარებს

საქართველო, თბილისი - 19:38 | 25.07.2021
ნანახია: 484

400-მდე ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო იტალიის კუნძულ სარდინიაზე გაჩენილი ხანძრის გამო. ცეცხლმა ორისტანოს პროვინცია მოიცვა.

რეგიონში ხანძარი მეორე დღეა მძვინვარებს. ცეცხლი მაღალი ტემპერტურის შედეგად გაჩნდა. ცეცხლი ჯერ ბუჩქებს მოედო, შემდეგ კი ტყეებში გავრცელდა. ხანძრის ალები ქალაქებსა და სხვა დასახლებებში მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა, რის გამოც მოსახლეობამ სასწრაფოდ სახლების დატოვება დაიწყო.

უკვე მეორე დღეა სტიქიას სახანძრო-სამაშველო სამსახურები ებრძვიან, რომლებსაც აქტიურად ეხმარებიან მოხალისეები. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია  7,5 ათასი ადამიანი, შვიდი სპეციალური თვითმფრინავი და 13 ვერტმფრენი.

სარდინიის ხელისუფლების მონაცემებით, ხანძარმა უკვე გაანადგურა მწვანე ნარგავების 10 ათასამდე ჰექტარი, დაიწვა საწარმოო და საცხოვრებელი ნაგებობები, დაიღუპა საქონელი.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე