საფრანგეთში კოვიდრეგულაციების საწინააღმდეგო აქციებზე 71 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 19:03 | 25.07.2021
ნანახია: 397

საფრანგეთში, სამართალდამცველებმა სანიტარული ზომების საწინააღმდეგო აქციაზე 71 ადამიანი დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, 24 ადამიანი პარიზშია დაკავებული. ამის გარდა, საპროტესტო აქციებისას დაშავდა 27 პოლიციელი და ორი ჟანდარმი. სანიტარული საშვების შემოღების საწინააღმდეგო აქციებში საფრანგეთის მასშტაბით 160 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ოფიციალური მონაცემებით, პარიზის მანიფესტაციებში 11 ათასმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ზოგიერთ ქალაქში აქციები არეულობებით დასრულდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 12 ივლისს განაცხადა ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით. კონკრეტულად, საფრანგეთის ლიდერის განცხადების თანახმად, აგვისტოს დასაწყისიდან რესტორნებში, ბარებში, სავაჭრო ცენტრებში, თვითმფრინავებსა და მატარებლებში სავალდებულო იქნება სანიტარული საშვის წარდგენა, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ პირს გაკეთებული აქვს ვაქცინა ან კორონვირუსზე უარყოფითი ტესტი.

21 ივლისიდან სანიტარული საშვი სავალდებულოა მუზეუმებში, თეატრებში, კონოთეატრებში, ფესტივალებზე და სპექტაკლებზე დასწრებისას, ასევე ატრაქციონების პარკებში.

ასევე მაკრონმა განაცხადა, რომ საფანგეთში სავალდბულო გახდება მედიკოსებისა და მოხყცებულთა ავშესფრების თანმაშრომელთა ვაქცინაცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე