ჩინეთში წყალდიდობის შედეგად მსხვერპლთა რადენობა 58-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 21:54 | 24.07.2021
ნანახია: 388

ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად მსხვერპლთა რადენობა 58-მდე გაიზარდა, ხუთი ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული. ხელისუფლება, სახიფათო ზონებიდან 814 ათასი ადამიანი გაიყვანეს.

ოფიციალური ინფორმაციით, 16-24 ივლისს გადაუღებელი წვიმების შედეგად უბედურების ზონაში 9,3 მლნ ადამიანი აღმოჩნდა. 440 ათასზე მეტ მოქალაქეს სასწრაფო დახმარება სჭირდება.

გადაუღებელი წვიმები ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში ჰენანის პროვინციაში კვირაზე მეტია გრძელდება. ყველაზე მეტად დაზიანდა ქალაქი ჩენჩჟოუ. ქალაქის ზოგიერთ მეტეოსადგურზე დაფიქსირდა ნალექის საშუალო დღე-ღამური რეკორდული მაჩვენებელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე