არგენტინაში, პირადობის მოწმობაში მესამე სქესიც ჩაიწერება

საქართველო, თბილისი - 15:05 | 22.07.2021
ნანახია: 745

არგენტინაში, პირადობის მოწმობაში მდედრობითი და მამრობითი სქესის გარდა, შესაძლებელი გახდება მესამე სქესის არჩევა, რომელიც მითითებული იქნება ასო Х-ით. შესაბამისი განცხადება გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა.

„კაცობრიობის ისტორიაში, სავარაუდოდ, იყო ადამიანთა ურიცხვი რაოდენობა, რომლებსაც თავი კაცებად ან ქალებად არ მიაჩნდათ, რომლებიც თავს ისეთებად გრძნობდნენ, როგორებიც იყვნენ. რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის, კაცია მის წინაშე თუ ქალი? მთავარია, რომ მოქალაქეები სწავლობენ ან მუშაობენ, ვაქცინას იკეთებენ, გადასახადებს იხდიან, მნიშვნელობა არ აქვს  მათ სექსუალურ ორიენტაციას“, - თქვა არგენტინის პრეზიდენტმა.  

არგენტინაში მოქმედებს ლიბერალური კანონები ლგბტ პირების მიმართ. 2002 წელს ბუენოს აირესი გახდა პირველი ლათინური ქალაქი, სადაც აღიარეს ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო კავშირი. 2010 წლიდან კი ნებადართულია ერთნაირსქესიანთა ქორწინება.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე