თურქეთმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენცია დატოვა

საქართველო, თბილისი - 14:47 | 20.03.2021
ნანახია: 644

თურქეთმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბოლის კონვენცია) დატოვა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანის ოფიციალურ ვებგვრდზე გამოქვეყნდა.

როგორც სააგენტო Associated Press-ი აღნიშნავს, მანამდე სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, რომელსაც ერდოღანი ხელმძღვანელობს, აცხადებდა, რომ აუცილებელია დოკუმენტის გადახედვა. პარტიის წარმომადგენელთა აზრით, აღნიშნული დოკუმენტი ხელს უწყობს განქორწინებებს, ლგბტ კულტურას, რაც ეწინააღმდგება თურქულ ტრადიციებსა და ფასეულობებს.  

კონვენციას ხელი 2011 წლის 11 მაისს სტამბოლში მოეწერა. თურქეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დოკუმენტის რატიფიკაცა მოახდინა. შემდეგ კი კონვენციას კიდევ 33 ქვეყანა შეუერთდა. ის ძალაში 2014 წლის 1 აგვისტოს შევიდა.

ქვეყნები, რომლებმაც სტამბოლის კონვენცია მიიღეს, ვალდებულები არიან ებრძოლონ ქალთა მიმართ ძალადობა და დაიცვან ძალადობის მსხვერპლები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე