ბრიტანეთის წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ ვერ აღმოაჩინა კავშირი AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოემბოლიას შორის

საქართველო, თბილისი - 20:24 | 18.03.2021
ნანახია: 456

ბრიტანეთის წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA)  ვერ აღმოაჩინა კავშირი AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოემბილიას შორის, რომელიც ვაქცინირებულ პაციეტებს გამოუვლინდათ.

„ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის ღრმა სამეცნიერო ანალიზის შემდეგ, მარეგულირებელი აცხადებს, რომ არსებული მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ თრომბის განვითარების მიზეზი, შესაძლოა, AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გამხდარიყო“, - ნათქვამია MHRA-ს განცხადებაში.

ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება გააჩერა ვაქცინირებულებში თრომბოლემბოლიის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. გამოძიება დაიწყო ევროპის წამლის სააგენტომ (ЕМА).

ამასთან, MHRA კვლავ გასცემს რეკომენდაციას AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შესახებ, რადგან როგორც ექსპერტები აცხადებენ, „COVID-19-ის საწინააღმდეგი ვაქცინაციის სარგებელი აღემატება ნებისმიერ შესაძლო რისკებს“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე