7 ადამიანი დაიღუპა ჯორჯიის შტატში, სამ სპა-სალონში მომხდარი სროლისას

საქართველო, თბილისი - 10:39 | 17.03.2021
ნანახია: 637

შვიდი ადამიანი დაიღუპა და ორ დაიჭრა ჯორჯიის შტატში, სამ სპა-სალონში მომხდარი სროლის შედეგად. იუწყება ტელეარხი FOX5.

მედიის ინფორმაციით, პირველი ინციდენტი ჩეროკის ოლქში მოხდა, როდესაც უცნობი პირი სპა-სალონში შევიდა და ცეცხლი გახსნა. დაიღუპა სამი ადამიანი, ხოლო ორი დაიჭრა.

 მოგვიანებით, ატლანტის პოლიციამ მიიღო ონფორმაცია კიდევ ორ სპა-სალონში მომხდარი სროლის შესახებ. პოლიციის ცნობით, ერთ სალონში დაიღუპა სამი ქალი, კიდევ ერთი ქალია მოკლული მეორე სალონში.

ჩეროკის ოლქის შერიფის ოფისის ცნობით, დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე.

მედიის ინფორმაციით, ის ქალაქ ვუდსტოკის მკვიდრი 21 წლის რობერტს აარონ ლონგია, რომელიც ავტომობილით მიმალვას ცდილობდა. ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციამ მისი დაკავება მოახერხა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე