ნიკოლ ფაშინიანი მზად არის, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები წელსვე ჩატარდეს

საქართველო, თბილისი - 18:44 | 03.03.2021
ნანახია: 459

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ადასტურებს, რომ ზად არის მიმდინარე წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს, თუ ოპოზიცია დათანხმდება. ფაშინიანმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებთან აღნიშნული საკითხის განხილვაზე.

„თუ ჩვენი პარტნიორები საპარლამენტო ოპოზიციიდან მიიღებენ ჩვენს წინადადებას, გვექნება რიგგარეშე არჩევნები შეთანხმებულ ვადებში, როგორც უკვე ითქვა, მიმდინარე 2021 წელს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ერევანში არ წყდება ოპოზიციის აქციები პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე