პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრის ვიდეომასალას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 10:27 | 18.11.2020
ნანახია: 510

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.

მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს და ისრაელში გაემგზავრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე