მაიკ პომპეო ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე - აშშ-ის საელჩო

საქართველო, თბილისი - 21:09 | 17.11.2020
ნანახია: 536

შეერთებული შტატების საელჩო სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმიანება.

საელჩოს განცხადებით, პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე.

"სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია. ხვალიდან, ის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყებს ვიზიტის ოფიციალურ ნაწილს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე