მინდა, ბატონ თენგიზს ბოდიში მოვუხადო მათ მაგივრად, ვინც მადლიერების ნაცვლად, ექიმების ლანძღვა და შეურაცხყოფა არჩია - ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 20:05 | 17.11.2020
ნანახია: 401

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

სალომე ზურაბიშვილი ასევე ბოდიშს უხდის თენგიზ ცერცვაძეს იმ ადამიანთა ნაცვლად, ვინც მადლიერების ნაცვლად, ექიმებს ლანძღავდა.

"ბატონ თენგიზს კორონავირუსი დაუდგინდა. მსუბუქი ფორმაა და სახლში მკურნალობს. მინდა, სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო, პირადად ვუთხრა მადლობა მისი თავდადებისთვის, კორონასთან ათთვიანი, დღე და ღამე შეუპოვარი ბრძოლისთვის და ბოდიში მოვუხადო მათ მაგივრად, ვინც მადლიერების ნაცვლად, ექიმების ლანძღვა და შეურაცხყოფა არჩია. ბატონო თენგიზ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მადლობას გიძღვნით და თქვენთვის ლოცულობს. მხნედ იყავით! მალე დაუბრუნდით ამ ბრძოლას!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე