ევროსაბჭოსთან ვისაც ჰქონია შეხება, ყველამ იცის, რომ ტინი კოქსი ყოველთვის რუსეთის „პულკაში“ მოიაზრებოდა. ის არ არის საქართველოს მოყვარული - უგულავა

საქართველო, თბილისი - 17:47 | 17.11.2020
ნანახია: 488

ტინი კოქსი არ არის საქართველოს მოყვარული და პარტნიორი, მთელი ოცწლიანი საქმიანობის მანძილზე, ევროსაბჭოსთან ვისაც ჰქონია ოდნავ შეხება მაინც, ყველამ იცის, რომ ის ყოველთვის რუსეთის „პულკაში“ მოიაზრებოდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელზე, დეპუტატ ტინი კოქსზე საუბრისას განაცხადა.

„შემიძლია, ვისაუბრო კოქსზე, მაგრამ იმან იმაზე რაღაც თქვა, ამაზე თქვენ ისაუბრეთ. რბილად შემიძლია ვთქვა, რომ კოქსი არ არის საქართველოს მოყვარული და პარტნიორი. საქართველოს ხელისუფლებას ტყუილად ჰგონია, რომ პარტნიორად გამოიყენებს. უფრო მეტიც, მთელი ოცწლიანი საქმიანობის მანძილზე, ევროსაბჭოსთან ვისაც ჰქონია ოდნავ შეხება მაინც, ყველამ იცის, რომ ის ყოველთვის რუსეთის „პულკაში“ მოიაზრებოდა. ამიტომ, ჩვენს ხელისუფლებას იწილო-ბიწილოზე კი არ უნდა ჰქონდეს რეაქცია და იმან იმაზე თქვაო, სტრატეგია უნდა ააწყოს, თუ მართლა პროდასავლურია და არა პრორუსულია, რომ ასეთი გამოწვევის პირობებში ისე იმუშაოს, რომ ნაკლები ზიანი მივიღოთ იმ პირისგან, ვისგანაც ზიანს აუცილებლად მიიღებს ჩვენი სახელმწიფო“, – განაცხადა უგულავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰოლანდიელ დეპუტატს, რომელიც საქართველოში არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა რუსეთის აგენტი უწოდა. ამ განცხადებას დღეს, „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციისა და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალები რჩებიან მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე