ოპოზიციის განცხადებები, რომ მეორე ტურში არ მონაწილეობენ, სამართლებრივი ბლეფია - წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 16:19 | 17.11.2020
ნანახია: 600

ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-4 ნომერი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში არმონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები "ბლეფია".

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში ვინმემ მონაწილეობა არ მიიღოს.

"ოპოზიციის განცხადება, რომ ისინი არ მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში არის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი ბლეფი. ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში ვინმემ აღარ მიიღოს მონაწილეობა. როდესაც მიბრძანდებით საარჩევნო ურნასთან, იქ რა თქმა უნდა იქნება 5-იანი, ხუთოსანი პარტია, იქნება 41-ის, ანუ ქართული ოცნების კანდიდატი ან სხვა კანდიდატი, რომელიც ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად გავიდა მეორე ადგილას. შესაბამისად, მეორე ტური შედგება და ბლეფია იმის მტკიცება, თითქოს თუკი ისინი იტყვიან, რომ აღარ უნდათ მეორე ტური, არ ან ვერ შედგება", - განაცხადა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე