„ლელო“ არჩევნების მეორე ტურზე სირცხვილის კორიდორის მოწყობის შესახებ იდეას არ იზიარებს

საქართველო, თბილისი - 17:27 | 16.11.2020
ნანახია: 406

„ლელო“ არჩევნების მეორე ტურზე სირცხვილის კორიდორის მოწყობის შესახებ იდეას არ იზიარებს, - თქვა „ლელოს“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულზე ოპოზიციაში ერთიანობა არ არის.

„არ ყოფილა ამაზე საუბარი, ადრე დაისვა ეს საკითხი, თუმცა ოპოზიციაში არ იყო თანხმობა და საერთო აზრი. ჩემთვის არ არის მისაღები ეს ფორმა და შესაბამისად, რაც არ არის ერთიანი პოზიცია, ოპოზიცია ამას ერთიანად არ ახორციელებს“, – აღნიშნა ჩიხრაძემ.

სირცხვილის კორიდორის მოწყობის იდეას არ ეთანხმება „ევროპული საქართელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. მისი თქმით, „ევროპული საქართელო“ სირცხვილის კორიდორის მოწყობაში მონაწილეობა არ აპირებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე