ვინც არ უნდა იდგეს მელიას ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად უმკაცრეს პასუხს მიიღებს - ბექა დავითულიანი

საქართველო, თბილისი - 13:11 | 16.11.2020
ნანახია: 425

ქართული ოცნების წევრი ბექა დავითულიანი გლდანში, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისის დაწვას გამოეხმაურა.

დავითულიანმა აღნიშნა, რომ მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს და დამნაშავე უმკაცრეს პასუხს მიიღებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე მოახდინა რეაგირება. გამოძიებული იქნება ბოლომდე და აუცილებლად, ვინც არ უნდა იდგეს ამ ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ვინ დგას ამის უკან, ამას გაარკვევს გამოძიება", - განაცხადა დავითულიანმა.

დღეს, 16 ნოემბერს, ნიკა მელიას ოფისზე თავდასხმა მოხდა. როგორც ფორმულას ენმ-ში განუცხადეს, დაახლოებით 06:00 საათზე ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე