ოპოზიციური პარტიები დღეს შიდა კონსულტაციებს გამართავენ

საქართველო, თბილისი - 10:22 | 16.11.2020
ნანახია: 342

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის მესამე რაუნდამდე ოპოზიციური პარტიები დღეს შიდა კონსულტაციებს გამართავენ.

შეკრება, გაფართოებული შემადგენლობით, ამჯერად "ლეიბორისტების" ოფისში შედგება. მიმდინარე კვირას ოპოზიცია ორ აქციას გეგმავს - აქედან ერთი, 18 ნოემბერს, მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს გაიმართება. მდუმარე დემონსტრაციის მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ არჩევნები გაყალბდა. ოპოზიცია იმედოვნებს იმასაც, რომ მათ ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცეთ. ოპოზიცია მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს მხარდამჭერებს არა საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად, არამედ ქუჩაში შეკრებისკენ მოუწოდებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე