ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა მეორე ტურში უბნებთან სირცხვილის კორიდორები მოაწყონ

საქართველო, თბილისი - 18:03 | 15.11.2020
ნანახია: 465

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას.

ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლევან ვარშალომიძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 21 ნოემბერს არის დაგეგმილი და საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი გააკეთონ.

"ყველას მოგიწოდებთ, დავდგეთ საარჩევნო უბნებთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორი. ვნახოთ, რამდენი ყავს ქართულ ოცნებას მხარდამჭერი". - თქვა ვარშალომიძემ.

მან მოქალაქეებს ასევე მოუწოდა, საქართველოს დროშები გადმოფინონ თავიანთი ფანჯრებიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე