აშშ-ს ელჩის საცხოვრებელ რეზიდენციაში ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ლიდერებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:18 | 12.11.2020
ნანახია: 572

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ლიდერებს შორის პირველი შეხვედრა აშშ-ს ელჩის საცხოვრებელ რეზიდენციაში იმართება.

ოპოზიციის ლიდერები ელჩის სახლში უკვე მივიდნენ. შეხვედრას "ქართული ოცნებიდან" არჩილ თალაკვაძე ესწრება.

ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობას შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ირკვევა აღნიშნულ შეხვედრაზე ოპოზიციამ ელჩისგან მიიღო.

შეხვედრას ესწრება ევროკავშირის ელჩიც.

"დიალოგი უნდა დაიწყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში დიალოგი რეჟიმთან შეიძლება იყოს ერთადერთზე - ხელახალ არჩევნებზე. შემდეგ უკვე ნიუანსები იქ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, ვინ ჩაატარებს, ეუთოს ეგიდით იქნება ეს თუ ევროკავშირის, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იქნება თუ ნახევრად სავალდებულო... როგორც საკუთარ ყურებს ვერ დაინახავენ უსარკოდ, ისე ვერ გაიგებენ ჩვენგან ამ არჩევნების შედეგების აღიარებას", - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე შალვა ნათელაშვილმა.

"ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ეს არ არის სიახლე, ჩვენ ვაწვდით მათ ინფორმაციას საარჩევნო დარღვევების შესახებ, ასევე არჩევნების შემდგომ არ გაგვიწყვეტია ეს კომუნიკაცია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორმა გაიგოს - საქართველოში არჩევნები გაყალბდა ტოტალურად და სამარცხვინოდ და ასეთი რამ არასდროს უნდა განმეორდეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და ჩვენი პარტიის პოზიცია არის ძალიან მკაფიო - ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე