ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები - ბატიაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:46 | 07.11.2019
ნანახია: 781

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის მოღვაწეობას გააგრძელებს საერტაშორისო ორგანიზაცეიბთან ერთან განათლების სფეროში.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას როგორც ზოგადად, განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადამ რომ მიხეილ ბატიაშვილილ პირადი განცხადების საფუძელზე თანამდებობას ტოვებს, მან მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრს განათლების სფეროში მირწევებისათვის, თუმცა აღნიშნა, რომ განათლების სისტემური რეფორმა უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას მოითხოვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე