ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს ერთიან სივრცეში დაბრუნება, ჩემი უდიდესი მიზანია - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 11:29 | 26.08.2019
ნანახია: 798

ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს ერთიან სივრცეში დაბრუნება, ჩემი უდიდესი მიზანია , - ამის შესახებ ნათქვამია საქარელოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომლითაც ის რუსეთის მიერ 2008 წლის 26 აგვისტოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტს ეხმიანება.

"მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, რომ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა გზას და საშუალებას. მ

ე ვიქნები გარანტი იმისა, რომ იმ დროის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების, თავისუფალი არჩევანის და სიტყვის თავისუფლების უფლება, მსგავსად საქართველოს ყველა მოქალაქისა, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, როგორიც ეკადრება დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის - საქართველოს მოქალაქეს!", -ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე